„გვაქვს ორი მოცემულობა, რომ გყავს პოლიტპატიმარი სააკაშვილი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია“ – გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმ სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რომელსაც ნდობა ექნება და ამასთან, არაა აუცილებელი, რომ პროცესის მიმდინარეობისას პატიმრობაში იყოს.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ეს დაადასტურა ხელისუფლებამაც. ყველანაირი ეჭვი გაიფანტა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ცნობილი გამონათქვამები გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუკავშირა. როდესაც ორი მოცემულობა გაქვს – რომ გყავს პოლიტპატიმარი და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, რაზე უნდა იყოს საუბარი. ეს მოდელი აბსოლუტურად შესაცვლელია, სრულიად ვეთანხმები იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარდგეს იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც ნდობა ექნება. აუცილებელი არ არის ის ასეთი სასამართლოს წინაშე წარდგეს როგორც პატიმარი. საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ იყო სერიოზული ბრალდებები, მაგრამ მთავრობამ პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და სარკოზი არ მოათავსეს საპატიმროში, არ ექცეოდნენ უდიერად და ჰყავთ შინაპატიმრობაში“,- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება მხოლოდ ახლა დაიწყო ვაქცინაციის წახალისება ჩვენ ამ ხედვას და მექნიზმებს აგვისტოდან ვთავაზობდით ხელისუფლებას, თუმცა მათ მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებით იმოქმედეს – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია„პარლამენტში კულტურის მინისტრ წულუკიანს გუშინდელი გამოსვლა გამოხატავს ხელოსუფლების რეალურ სახეს და სურვილს, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ“ – გიგი წერეთელი