გვაქვს ორგანიზებული და დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს – ვაშაძე

“ერთიანობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას საპროტესტო მსვლელობაში მონაწილოებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციას უკვე აქვს მწყობრად ორგანიზებული, დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.

ვაშაძის თქმით, ახლა მთავარია, ერთმანეთის ნდობა, რადგან ეს ყველას პროტესტია, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია.

“ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას“, – ამბობს ვაშაძე.

ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას, არ ვეგუებით არჩევნების მიტაცებას “ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც უკვე უტყუარად დადასტურებულია, ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს სადგურის მოედანზე, 5 საათზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ.

ჩვენ გვაქვს სისტემურად, მწყობრად, ორგანიზებული, დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მთავარია, ვენდოთ ერთმანეთს და უნდა გვესმოდეს: ეს არ არის მხოლოდ ჩემი პროტესტი, ეს არის ჩვენი, ყველას პროტესტი, სადაც თითოეული ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტი“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა“ – “გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება
შემდეგი სტატიასანდუ ქართველ ხალხს: ძლიერად დადექით, მოლდოვა თქვენ გვერდითაა