“გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, გადახდილი თანხის ექვივალენტური არ იყო”

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაკითხული მოწმე ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც პროკურატურა ამტკიცებს.

ნინო აღლემაშვილის თქმით, კომპანია „სპეცკავშირმშენმა“ თავდაცვის სამინისტროს უფასოდ შესთავაზა ქონება, რომელშიც შემდეგ მილიონობით ლარი იქნა გადახდილი.

“რაც შეეხება იმ საკითხს, სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამეობდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიზნებს, აღნიშნულზე მოწმე არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ვინაიდან აღნიშნული არ შედიოდა მის ფუნქციურ ვალდებულებებში. სახელმწიფო ბრალდებას აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, არათუ არ შეესაბამებოდა სამინისტროს მიზნებს, არამედ არ იყო ეკვივალენტური მასში გადახდილი თანხის”, – აცხადებს საქმის პროკურორი.

banner
წინა სტატიაში„ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ვიტყვი, შესაძლოა შემდეგ ბევრი სპეკულაციის საგანი გახდეს“
შემდეგი სტატია“მე არ მინდა, რომ ვინმე ციხეში იყოს”