3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

“გვაქვს ისეთი მეწყრულად აქტიური ზონები, სადაც მოსახლეობა ისე ცხოვრობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ” – ნინო ჩხობაძე

„ყველა იმ უბანზე, სადაც არის მეწყრული პროცესი, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი – მოსახლეობამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეს. გვაქვს ისეთი მეწყრულად აქტიური ზონები, სადაც მოსახლეობა ისე ცხოვრობს, რომ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ. ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია მიწოდებული აქვს მოსახლეობას, უფრო ბევრ შემთხვევაში არ იციან. გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. მუდმივად უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ, მათ შორის უნდა ვისაუბროთ სკოლებში.

საფრთხის შემცველი ტერიტორიების შესახებ გვაქვს მონაცემები, ამის დადგენაში მოგვეხმარა შვეიცარიის მთავრობა. ახლა იმედია, რომ ეს ინფორმაცია აიტვირთება. შარშან დამთავრდა ეს კვლევა. ქვეყნის მასშტაბით 120 თემია მეწყერის რისკის ზონაში, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში უკვე მისულია, იციან სამშენებლო კომპანიებმაც – ყველამ ყველაფერი იცის. როცა რაღაცის კეთებას იწყებ, პირველ რიგში, უნდა მოიძიო ყველაფერი იმ ტერიტორიაზე, სადაც რაიმე პროექტს გეგმავ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ორშაბათს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა