გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირი რუსეთთან უფრო მტკიცდება – ლიზა იასკო

„გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირი რუსეთთან ძალიან მყარია და კიდევ უფრო მეტად მტკიცდება“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკომ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის, ვისთვისაც რუსეთთან ფინანსური კავშირები მნიშვნელოვანია და ვისაც ფედერაციასთან კავშირები აქვს, დღევანდელ დღეს სანქციები გარდაუვალი იქნება.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირი რუსეთთან ძალიან მყარია და კიდევ უფრო მტკიცდება, არ წყდება. ჩვენ უკრაინაში ამას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ. გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ სიტყვით ვმეგობრობთ, მეგობრებს კი მხოლოდ გაჭირვებაში შეიცნობ. როცა სანქციები შემოღებული არ იქნა, ვიგრძენით, რომ საქართველოს მთავრობა მეორე მხარეს დგას, მხარს რუსეთს უჭერს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ყველასთვის, ვისთვისაც რუსეთთან ფინანსური კავშირები მნიშვნელოვანია და ვისაც ფედერაციასთან კავშირები აქვს, დღევანდელ დღეს სანქციები გარდაუვალი იქნება“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას ხურავს