გვაქვს ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ ბანკებისადმი ბრძანება ანგარიშის გაყინვის თაობაზე საღამოს გამოსცა და ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში – გოცირიძე

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ჩა­მოშ­ლი­ლია , – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რე­ბი­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ან პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტუ­რა „გა­მო­ი­ჭე­დოს“.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რად კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა.

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ის ორი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ წა­რად­გი­ნა? – აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი და­ქა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლა აგ­რა­რი­კოს მე­ბოსტნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. პრე­ზი­დენ­ტი უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა. მე­ო­რე ვინც წა­რად­გი­ნა, მას რო­გორც სპე­ცი­ა­ლისტს არ ვერ­ჩი, თე­მურ ხო­მე­რი­კი ჩემ­თან მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, მე მო­ვიყ­ვა­ნე, პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ჩემ­თან და­ი­წყო. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფორ­მა­ლუ­რად და იუ­რი­დი­უ­ლად შე­ივ­სო, 9-დან 5 კაცი არის ად­გილ­ზე, მე-6 არის ამე­რი­კე­ლი, რო­მე­ლიც მი­დის 2 თვე­ში. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ჩა­მოშ­ლი­ლი იმი­ტომ არის, რომ არ ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი, ვიცე პრე­ზი­დენ­ტი. ამ ადა­მი­ა­ნებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ან პრე­ზი­დენ­ტის კან­დი­და­ტუ­რა გა­მო­ი­ჭე­დოს. ეროვ­ნულ ბანკს არ ჰყავს სამი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ეს ნიშ­ნავს სამი სხვა­დას­ხვა სფე­როს კუ­რა­ტო­რო­ბას, ერთ – სა­ბან­კო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, მე­ო­რე – მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა, მე­სა­მე – ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ამა­ვე დროს არის სხვა­დას­ხვა კო­მი­ტეტ­ში ანუ კო­მი­ტე­ტე­ბი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, მათ გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს“, – გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

banner
წინა სტატიაშიხმაური განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე
შემდეგი სტატიაფაშინიანი – უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება​