“გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი, ისტორია, ტრადიციები, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვეღარ გავალთ”

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების საკითხში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზოგადი განათლების კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო ერთვება არამხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო კონკურენციაში და განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

უსუფაშვილის თქმით, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველები მსოფლიო კონკურენციაში ერთვებიან.

“გუშინ, ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ევროპის დედაქალაქიდან. ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, კიდევ ერთი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული. სულ, რამდენიმე თვეში, ჩვენს მოქალაქეებს მართლაც თავისუფლად შეეძლებათ ევროპულ სივრცეში გადაადგილება. ეს არის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი, ევროპული ოჯახის წევრობის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერთვებით არამხოლოდ ევროპულ, არამედ, მსოფლიო კონკურენციაში. უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ძლიერი. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი, ჩვენი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვეღარ გავალთ. უნდა ვიყოთ განათლებული, მომზადებული ყველა სფეროში. თუ საიდანმე, გველის პრობლემა ქართველებს, სწორედ აქედან და არა სხვა, რაიმე მოვლენიდან”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება