“გვანცუშკები…შენი საქმე არაა სად წავალ” -მოსამართლეობის კანდიდატის ტერმინოლოგია ხმოვან შეტყობინებაში

უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატი, პაატა შავაძე დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესზე არ გამოცხადდა.  ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ “მინდა ვენდო სამართალს გაავრცელა”.

მათ Facebook გვერდზე დადებულ ინფორმაციას კომენტარებში GDI-ს წევრი, გვანცა წულუკიძე გამოეხმაურა და დაწერა: “მესამედ არ მივიდა და თუ არ უნდა კი თქვას”.

წულუკიძის კომენტარმა მოსამართლეობის კანდიდატი გააღიზიანა და მას პირადში ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. პაატა შავაძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

“გვანცუშკები გვანცუშკები როგორ ხარ? ბოდიში, რომ შენ ვერ შეგითანხმე, მე მოვდივარ არ მოვდივარ. მესამედ არ მოვედი, მეოთხედ არ მოვედი. სად მუშაობ? დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი, თუ რაღაც გიწერია ხო.

აწი შეგათანხმებ, როცა ვერ ჩამოვალ ან სადმე თუ მივდივარ ან არ მოვდივარ, შეგათანხმებ და აუცილებლად შეგატყობინებ მე სად მივდივარ სად მოვდივარ, რომელ კონკურსზე გამოვცხადდები და რომელზე არა. იმიტომ რომ შენ ხო საქმე არაფერი გაქვს, ეგეთ რაღაცებს აკვირდები და მერე ხლართავთ რაღაცებს.

ბოდიში, რომ მე ვერ შეგატყობინე შენ და შენს დამქაშებს, ენჯეოშნიკებს, რომ ვერ მოვდიოდი და შენი საქმე არ არის მე სად წავალ და სად მოვალ, გამიგე ქალბატონო, შემდეგში გაითვალისწინე და სხვებზე იქირქილე რა, შენი საქირქილო არაფერი არ მაქვს მე”-თქვა პაატა შავაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრინციპული საკითხია ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის მხრიდან, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი – ბოკერია პრაიდზე
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 ივლისისთვის