“გვაბრალებენ, რომ სააკაშვილთან და ბოკერიასთან ვმოქმედებთ”

ირმა ინაშვილის აცხადებს, რომ ქართული ოცნება პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს, რომლის თანახმადაც პატრიოტთა ალიანსი სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვა პარტიებთან ერთად მოქმედებს. ინაშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, პატრიოტთა ალიანსი 7 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ არჩევნებს აუქმებს და პერმანენტულ საპროტესტო გამოსვლებს 9 ნოემბერს ქუთაისიდან დაიწყებს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, იქამდე კი დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებს.

“ქართული ოცნება ერთის მხრივ, ცდილობს დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ ვმოქმედებთ სააკაშვილის, ბოკერიასა და სხვა პარტიებთან ერთად, მეორეს მხრივ, ცდილობს, დათესოს აზრი, თითქოს, ჩვენ რუსეთის დავალებით ვაპირებთ დესტრუქციულ ქმედებებს. ამის პარალელურად, ინერგება აზრი, თითქოს ჩვენ უკანონო, ბანდიტურ მოქმედებებს ვგეგმავთ, რაც სრული აბსურდია! მორიგჯერ ვამბობ: ჩვენი პარტია ყოველთვის მარტო მოქმედებდა და დღესაც მარტოა! მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი აქცია ჩავატაროთ არა თბილისში, არამედ დავიწყოთ აქციები ქუთაისიდან. შემდეგი აქციები გაიმართება სხვა ქალაქებში და ბოლოს, ჩვენ შევიკრიბებით თბილისში! პირველი აქცია ჩატარდება ქუთაისში, 9 ნოემბერს”, – წერს ინაშვილი Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: როდესაც ჩემს უფლებას და ღირსებას ლახავენ, ვიძალადებ კი არა, უარესსაც გავაკეთებ
შემდეგი სტატია“სირცხვილიას” აქცია – თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა ძვირად დაუჯდება