გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ იგი „აქტიურად“ თანამშრომლობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოსთან“, მიუხედავად მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა ამ ორგანიზაციის მიმართ.
„არსებობს განსაზღვრული მიზანი, რომელიც უშიშროების საბჭომ დაამტკიცა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მშვიდობის საბჭოს მიერ შექმნილ სტრუქტურებთან“, — განაცხადა გუტერეშმა Politico-სთან ინტერვიუში.
იგი მიესალმება დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს მისწრაფებას, დააფინანსოს და განახორციელოს ღაზას სექტორის აღდგენის გეგმის ძირითადი პუნქტები, რაც პალესტინელთა სახლებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას გულისხმობს.
თუმცა, ამ მიზნების მიღმა, გუტერეში აცხადებს, რომ საბჭოს არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ყველაფერი დანარჩენი ახლა პრეზიდენტ ტრამპის პერსონალური პროექტია, სადაც ის ყველაფერს სრულად აკონტროლებს“, — ამბობს ის.
„ეს არ არის ეფექტური გზა იმ დრამატული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ახლა გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიონი საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ღირებულებების მიმართ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივისთვის“.“















