გუტერეში ბოროდიანკაში – როცა ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ერთ-ერთ ბინაში ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ, ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებს ეწვია. პირველი გაჩერება ქალაქი ბოროდიანკა იყო, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.

„როდესაც ამ განადგურებულ შენობებს ვხედავ, ჩემს ოჯახს წარმოვიდგენ ერთ-ერთ ამ ბინაში, რომელიც ახლა დანგრეული და შავია. ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გამორბიან პანიკით. ომი აბსურდულია 21-ე საუკუნეში – ომი ბოროტებაა და როდესაც ამ ვითარებას ხედავ, ჩვენი გულები, რა თქმა უნდა, მსხვერპლებთანაა, ვუსმძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მაგრამ ჩვენი ემოციაა, რომ ომი არანაირად არ არის მისაღები 21-ე საუკუნეში. შეხედეთ ამ ყველაფერს“,- განაცხადა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან რუსეთმა 23 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის თავდაცვის მონაცემები
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა