9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

გუტერეში: ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს

J

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა.

გუტერეშის განცხადებით, ომი უნდა დასრულდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

„ყველა უკანონო თავდასხმა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ დიდ ტკივილს აყენებს და განსაცდელში აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას რეგიონში და მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. დროა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მხარეები სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ. ფსონები ძალიან მაღალია“, – დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელ X-ში.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი: ნინო ლომჯარია “იმედს” უჩივის! რაში დასჭირდა საელჩოდან გაპარვა?
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული