გუშინდელმა დღემ გვანახა, რომ პარლამენტს არათუ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს, არამედ პრაქტიკულად უფუნქციოა – წერეთელი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
წერეთლის თქმით, გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პარლამენტს არათუ ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს, არამედ არის პრაქტიკულად უფუნქციო და ვერ ასრულებს თავის მინიმალურ მოვალეობასაც კი.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რათა ქვეყანას ყავდეს ნორმალური საკანონმდემბლო ორგანო, სადაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანას წინ წაიყვანს.
„გუშინდელმა დღემ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ძალიან სამწუხაროდ, საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი, არამედ არის უფუნქციო და ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. როცა მთელი ამ პერიპეტიებისა და პროტესტის შემდეგ, ასეთი დაპირისპირებისა და მსხვერპლის შემდეგ, ასეთი საერთაშორისო თუ შიდა რეაქციების შემდეგ, შს მინისტრის მოსმენა ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება საქართველოს პარლამენტში, იდგმება გარკვეული სცენები, ოპოზიციის პროტესტია გამოყენებული იმისათვის, რომ ჩაიშალოს სხდომა და ყველანაირად ეცადოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას არ აქვს არც სტრატეგია, არც პოლიტიკა, არც შეცდომებს იზიარებს და მხოლოდ და მხოლოდ ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ცდილობს მის გახანგრძლივებას.
ის რაც მოხდა შემდგომ თინა ბოკუჩავასთან და სხვა დეპუტატებტან დაკავშირებით, არც საპარლამენტო ეთიკით, არც პოლიტიკური თუ თუნდაც კაცური მოქმედებით გაუმართლებელია.
ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან, თუკი ჩვენი მოსახლეობა ამას სწორად ხედავს და აანალიზებს, არის ვადამდელი არჩევნების დროულად ჩატარება და ის, რომ ქვეყანას ყავდეს ნორმალური პარლამენტი, სადაც შეიძლება იყოს დისკუსიაც, ინციდენტიც, მაგრამ იქნება ეთიკურ-პოლიტიკური ჩარჩოები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყანა წინ წაიყვანოს,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასურველია, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია
შემდეგი სტატიასაფრანგეთში კოვიდ პროტესტების ფონზე ვაქცინაციის ორი ცენტრი დაარბიეს