გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი…სასწრაფოდ გამიშვით ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში – სააკაშვილი

“ოცნების” ხელისუფლების ახალ მესიჯბოქსს, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პასუხობს:

“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო. (მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს 🙂” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი ველოსიპედიდან გადმოვარდა ( ვიდეო)
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი გვართმევს ქართველობას, ევროპულ იდენტობას – ჩერგოლეიშვილი