,,გუშინდელი დღე იყო საერთო სახალხო დღესასწაული და არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის”

ძალიან კარგია, რომ გუშინ ვიხილეთ ქუჩებში გამოსული ასიათასობით მოქალაქე, გაღიმებული და გაბრწყინებული სახეებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც 26 მაისს გამართული ღონისძიებები შეაფასა.

პრემიერმა მთავრობის წევრებს და მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ღონისძიებები ძალიან კარგად ჩატარდა. ეს იყო მართლაც საერთო სახალხო დღესასწაული. ეს არ ყოფილა დღესაწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოსული, გაღიმებული და გაბრწყინებული სახეებით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებების კარგად ორგანიზებისთვის მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს და მთლიანად მთავრობის გუნდს მადლობა გადაუხადა.

„ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ლევილი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მსოფლიო მასშტაბით”
შემდეგი სტატიაპრემიერ–მინისტრი სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა