ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა – ამ განცხადებით, ნიკა მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ხეობის მცხოვრებელთა უმრავლესობა ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის.ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული.
წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი “ქართული ოცნების” რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.