გუშინდელი და დღევანდელი მატების შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი

გუშინდელი და დღევანდელი მატების შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში, ცხელი წერტილი. ველოდებოდით, რომ გვექნებოდა შემთხვევები, გარდა იმისა, რაც ადრე დავადგინეთ.

ამავე დროს, ე.წ. საბურთალოს კლასტერში არიან ინფიცირებულის კონტაქტები და ვთქვით, რომ ინფიცირებული ჩვენი კოლეგაა. ჩემი კოლეგა არის სამედიცინო მუშაკი სხვა დაწესებულებიდან. ამ კლასტერიდან სულ 100 კონტაქტი იქნა გამოკვლეული. გუშინდელ 11-ს კიდევ დაემატა 4 და სულ გვაქვს 15 დადებითი შემთხვევა ამ კლასტერიდან.

ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში გარკვეულად შემთხვევებმა იმატა. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენც გვქონდეს შემთხვევების რაოდენობის მატება. ეს არ უდნა იყოს არავითარი პანიკის საფუძველი. დღევანდელი 26 ახალი შემთხვევა პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. ყველა ეს შემთხვევა არის კონტროლს ქვეშ. ვიცით თითოეულის კონტაქტები, ვახდენთ იზოლირებას, მკურნალობას, ვინც დადებითია და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას.

რა თქმა უნდა, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ არის პანიკის საფუძველი. ეს პროცესები ქვეყანაში მართვადია, ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

დღეს, 31 მაისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოკანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ქვეყანაში, ჯამში ინფიცირების 786 და გამოჯანმრთელების 605 შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა ამერიკის დროშები დაწვეს და პოლიციის ბარიკადების აღება სცადეს