გუშინ ვიხილეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი – ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის, რაც საზოგადოებამ იხილა, მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების სასტიკი შურისძიების აქტი იყო.

“ვერც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ სასაცილოა დღეს ლაპარაკი, რომ ისინი არღვევენ კანონს. მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ კანონი დაიცვან, ამას ღიად გვეუბნებიან. ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დიდი სისასტიკით გაკეთებული და ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ.

შეიძლება ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მას ეხება, შეიძლება საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო ჰგონია, რომ რაღაცნაირად არ ეხება ეს ემოცია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს გაგიკეთებს.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს კამერიდან, იქ, მოსაცდელში მისი დედა და შვილები იმყოფებოდნენ, არ ვიცი ვის მიმართ მსაგვსი საქციელი გააკეთო. მიხეილ სააკაშვილი არის ნაცემი, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და ეს გარდა მისი შეურაცხყოფისა ეს იყო გამოწვევა და შეურაცხყოფა ყველა ადამიანის პროტესტის და მათ უნდათ, ჩვენ გამოგვიწვიონ პროვოკაციაზე. ეს ვითარება არ არის სიურპრიზი. ჩვენ არ ვაპირებთ წუწუნსა და ვაივიშს, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიახოშტარია – თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ უკვე სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს