გუშინ შევთანხმდით, რომ არ არსებობს წინაპირობები და წითელი ხაზები – სამნიძე ღარიბაშვილს

“დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ, რომელიც პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ასპექტი იყო ის, რომ ჩვენ შევთანხმდით, ვისაუბრებდით ყველა იმ თემაზე, რომელიც მაგიდაზე დადო პრეზიდენტმა მიშელმა. საკუთარი ინიციატივით, ჩვენთან შეხვედრების შემდეგ გამოტანილი დასკვნებით, თუ რა გამოიყვანს ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან არა მხოლოდ დღეს და ხვალ, არამედ სამომავლოდ. შევთანხმდით, რომ არ არსებობს წინაპირობები და წითელი ხაზები და მზად ვართ, რომ გაიხსნას დიალოგი. დღესაც ვართ ძალიან რთულ ვითარებაში ოპოზიციური პარტიები. იმიტომ, რომ დაკავებულია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჯერ კიდევ არ ისმის ხელისუფლებისგან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ განახლდეს დიალოგი”, -აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე  ხათუნა სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ