გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა – მელია

“აქამდე ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა:

– ხალხი ქუჩაში არ გამოდის.

– ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს.

– დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება.

ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ სამ ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც.

ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე.

მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ.

პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლელისგან.

სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება – მოქმედებამ.

ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა – საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა..

გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა – საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა.

ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა.

მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით – მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს”. – წერს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ
შემდეგი სტატიაისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს