პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გუშინ, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ზე გამართულ მსჯელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს იყო ბოლშევიკური ღალატი.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის” უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე.
“გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას, გუშინ, რა ჰქვიათ, ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას, რაც ძალიან დასანანია”, – თქვა კობახიძემ.