გუშინ ფეხზე დამდგარს მიგაღებინათ და 67 წამში გაგაყიდვინათ საქართველო – ხერხეულიძე ოცნებას

ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს, რომლებიც რუსულ კანონს იცავენ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გაფორმებულიყო როგორც პატარა სოფელი, არ მოხდა.

“დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ევროპის დედაქალაქად იქცა თბილისი. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ამას არც ერთ შემთხვევაში მარცხი არ უწერია, იმიტომ, რომ ყოველთვის ხდება ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტების შექმნა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს იშლება. იცოდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც დგანან გარეთ, იმას კი არ ელოდებიან, რომ თქვენ აზრს შეიცვლით. მეც, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს. თქვენ ხელს დაგაქნევინებთ იგივე მორჩილებით, როგორც გუშინ ფეხზე დამდგარს მიგაღებინათ და 67 წამში გაგაყიდვინათ საქართველო. ასე იქნება თქვენი ბოლო და ასე იქნება იმ ქართველი ხალხის ბოლო, რომელიც გარეთ დგას – გაიმარჯვებს სახელოვნად და მათთან ერთად შევეცდებით, როგორმე გახდეთ ევროკავშირის წევრები თქვენ“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშითუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას – შარლ მიშელი საქართველოს მთავრობაზე
შემდეგი სტატიახელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს – რიმა ბერაძე