გუშინ მშვენიერი საღამო იყო, ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ“

რუსი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. თედო ჯაფარიძე დუმის წევრის სიტყვებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ არსებობს, შესაბამისად არ დუჭერენ მხარს საქართველოს შესახებ რეზოლუციას – სავარაუდოდ, ნაბახუსევზე ნათქვამს უწოდებს.
,, გუშინ მშვენიერი საღამო იყო, ეტყობა მათ კარგად იქეიფეს და რაღაც ილუზიები გაუჩნდათ ან პირიქით, თავი სტკივათ“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

თედო ჯაფარიძის განცხადებით, ქართული მხარე არ აპირებს “ერთი იოტის, ერთი სანტიმეტრის დათმობას”.

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება 2008 წლის ომს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მკვლელობებს, გატაცებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვხვდებით დელეგაციებს და კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ დელეგატთა უმრავლესობა ჩვენს რეზოლუციას მხარს უჭერს. რეზოლუციის პროექტში შეტანილია მხოლოდ სამი შესწორება – ისიც სტილისტური ან უმნიშვნელო პოლიტიკური ხასიათის. დაველოდოთ, როგორ გაიმართება დებატები. ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან, რაც კიდეც შემოგვითვალეს ამ რამდენიმე ხნის წინ. ქართული დელეგაცია რეზოლუციის პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გავიდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და მათთან როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან იურთიერთოს
შემდეგი სტატიაჭუბერში სასვანეთო კრება “ლალხორი” ჩატარდა