” გუშინ ითქვა, რომ კედელზე თავის რტყმას არ აქვს აზრი, ხალხს არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება”

“ითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ კეთილი ნება იყო, ნულოვანი ბარიერით ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები. 20 ივნისს ქუჩაში მდგარი არც ერთი ადამიანი არ ითხოვდა ნულოვან პროპორციულ არჩევნებს. ეს იყო ინიციატივა, რომელიც ჩავარდა. ახლა სახეზეა კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჩატარდება არჩევნები“,-აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ აკეთებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ხალხს უნდა მათი ხელისუფლებაში დაბრუნება.

„გუშინ ითქვა, რომ კედელზე თავის რტყმას არ აქვს აზრი. ხალხს მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნამდვილად არ უნდა, ნულოვანი პროპორციული მოდელი სწორედ იმისთვის უნდოდათ, რომ ხელისუფლებაში მარტივად, უსამართლოდ დაბრუნებულიყვნენ. ნულოვანი პროპორციული მოდელი, სწორედ კოალიციური მთავრობისკენ გზა იქნებოდა. ეს არ იქნა პარლამენტის მიერ გაზიარებული. თუ საზოგადოების წევრებს აქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი, ეს აზრი გამოხატონ საარჩევნო ურნასთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალებს“ ცნობილი აქტივისტი ემიჯნება-რას წერს ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში
შემდეგი სტატიადამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციას ქმნიან