გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20-ივე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20-ივე დრონი ჩამოაგდეს.

“17 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 20 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და X-59 მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.

ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა ოდესის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი
შემდეგი სტატიასაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია