გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი პოლიტიკური მასკარადის სახით – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას 2 ფრონტზე უწევს ბრძოლა, რაც ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას და ეკონომიკის გადარჩენას გულისხმობს. თუმცა როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გაიხსნა პოლიტიკური ფრონტიც:

“გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი, პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა რომ ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიავტომობილში სამკაციანი შეზღუდვა მოიხსნება ყველა საავტომობილო საშუალებაზე, ტაქსების გარდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : დღეს ოფიციალურად შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და პანდემია დამარცხებულია