“გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა”- ირაკლი შოთაძე კრწანისის ინციდენტზე

ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ემ ეტაპისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა.

„ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით როგორც დგინდება, გუშაგი ამ შემთხვევაში მოქმედებდა შინა ბრძანებებისა და ინსტრუქციების ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“,- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, შოთაძემ კრწანისში მომხდარი შემთხვევის დროს გრადაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს