გურჯაანში, ტექნიკური ხასიათის დარღვევა დაფიქსირდა

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ბიულეტენების შეკვრაში, 50-ის ნაცვლად, 51 ბიულეტენი აღმოჩნდა.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ნათიძის განცხადებით, ეს ტექნიკური ხასიათის დარღვევაა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გაფორმდა შესაბამისი ოქმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნა. ნათიძის თქმით, ბიულეტენს არ ჰქონდა ნომერი და ის დათვლის დროს ბათილად იქნება ცნობილი.

არჩევნები გურჯაანის რაიონში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაიონში 54 ათასზე მეტი ამომრჩეველია. გახსნილია 51 საარჩევნო უბანი.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხ წლიან გეგმას
შემდეგი სტატიალევან იზორია: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს