გურჯაანში სამი სოფელი დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვაა, რამაც სამი სოფელი დააზარალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვის შედეგად სოფელ მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში ვენახების ნაწილი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ზარალი დიდი არ არის. მერიის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ზარალის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე პატრიარქს ხვდება
შემდეგი სტატიაცესკოში ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა