გურჯაანში საცხოვრებელი სახლი იწვის

ქალაქ გურჯაანში, ვაშლების უბანში, საცხოვრებელი სახლი იწვის – აალება ერთსართულიანი სახლის ჭერიდან დაიწყო.

დამწვარია 60 კვ.მ- მდე ფართობი სახურავზე. ამ წუთებში ცეცხლი ლოკალიზებულია და ქრობის პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიმომავალი კვირიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკა ვარდების რევოლუციამ ბოლომდე გააპარტახა