გურჯაანში “რესპუბლიკური პარტია” 10-მდე წევრმა დატოვა

გურჯაანში “რესპუბლიკურმა” პარტია 10-მდე წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება უკვე ყოფილმა “რესპუბლიკელებმა” პარტია “ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონულ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

მომხდართან დაკავშირებით “რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე და გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ყვირალაშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან მისი თანაგუნდელების წასვლა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგია.

“ყველა “რესპუბლიკელი”, რომელმაც დღეს პარტია დატოვა არის საჯარო მოხელე ,გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლი. ჩვენი ინფორმაციით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და შედეგიც სახეზეა”, აცხადებს ზვიად ყვირალაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქედაში მაშველები დაკარგულ ჰოლანდიელ მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ მშვიდია