გურჯაანში “რესპუბლიკელების” 50-მდე წევრმა პარტია დატოვა

რესპუბლიკელების 50-მდე წევრმა პარტია დატოვა გურჯაანში. განცხადება ცოტა ხნის წინ გაერთიანების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. ზვიად ყვირალაშვილის განმარტებით, კონსულტაცია დავით უსუფაშვილთან გაიარა, რის შემდეგაც ისინი ახალ პლატფორმაზე გადასვლას გეგმავენ.

ყვირალაშვილისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა სტრატეგიას აირჩევენ ყოფილი თანაპარტიელები, თუმცა, ის ამ დრომდე გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.

„ჩემს მეგობართან, ბატონ დავით უსუფაშვილთან მქონდა კონსულტაციები ამ თემაზე. ჩვენ გადავინაცვლებთ ფართო პოლიტიკურ ველზე. ჩამოვყალიბდებით, უფრო გავაანალიზებთ რა შეცდომები იქნა დაშვებული ამ ხნის განმავლობაში და უფრო მეტად აქტიურად ვიქნებით ჩართული მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით. ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.

მისი თქმით, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს არჩევნების მოახლოებისას გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია 30-მა წევრმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშილარი ისევ გაუფასურდა
შემდეგი სტატია“ახალი მოსამართლეების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვა შესაძლოა, თავიდან დაიწყოს”