გურჯაანში ოპოზიციის მხარდამჭერი ქალბატონთან, რომელიც შეუძლოდ გახდა კლინიკაში გადაიყვანეს

აქციის მონაწილე, რომელიც გურჯაანში ჭყლეტვისას ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

გურჯაანში ოპოზიციის კოლონებს სამართალდამცავებმა გზები გადაუკეტეს. აღნიშნულმა დაპირიპირება გამოიწვია. შედეგად ერთ-ერთ ქალბატონი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სასწრაფოს მისვლას ითხოვდნენ, თუმცა მისი მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გზა გადაკეტილი იყო.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმი ფეხით მივიდა, რომელმაც დაგვიანების მიზეზად სწორედ გადაკეტილი გზა დაასახელა.

ამ დროისათვის შეუძლოდ მყოფი ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სარკოზი საქართველოშია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს