17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

გურჯაანში, მოზარდის გაუპატიურებისა და მის მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

საგამოძიებო უწყების ცნობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში

60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა, რა დროსაც მისი უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.

პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.

ადგილობრივების თქმით კაცი ოჯახის ახლობელი იყო და მოზარდი ხშირად დაჰყავდა სხვადასხვა მოსამზადებელ წრეზე. მათივე თქმით, დაკავებამდე 15 წლის გოგონა ტაქსის მძღოლმა სოფლის სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანა

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიანადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა