გურჯაანში მე-6 დღეა 26 წლის მამაკაცს ეძებენ

ურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის პოლიცია უკვე მე-6 დღეა 25 წლის მამაკაცს ეძებს. ანზორ სეფიაშვილი სახლიდან 19 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

ბოლოს ახალგაზრდა სოფელ ჭანდარში ნახეს და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება. ოჯახი ეჭვობს, რომ ის შესაძლოა ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მსხვერპლი გამხდარიყო.

ახლობლების ინფორმაციით, ეს ანზორ სეფიაშვილის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელს, რომელმაც დაკავებისას 22 წლის ახალგაზრდას თავში ესროლა ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : პროკურატურის განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სამართალდამცავი სისტემის სწორად განვითარებას