გურჯაანში, ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ხანძარი აღმაშენებლის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ
შემდეგი სტატიადღეს „ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე“ სასამართლო სხდომა გაიმართება