გურჯაანში ხანძარს 77 წლის მოხუცი ემსხვერპლა

გურჯაანში ხანძრის შედეგად 77 წლის მოხუცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც მათ სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.

ადგილზე გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოდ ცეცხლი მოძველებულმა ელექტრო გაყვანილობამ გააჩინა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების”, არც ვალდებულება” – მაღლაფერიძე
შემდეგი სტატია„უნდა გადაიხედოს მთელი სტაფი“ – ნინო ზაუტაშვილი