გურჯაანში დედის ცემაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა დედას – ლ. ნ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიწავკისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაყოფილი პატიმრის ნიკუშა ნარსიას პასუხი გიგი უგულავას