გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც სკვერში იპოვეს, რუსეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
















