გურჯაანში ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს

გურჯაანში ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ამ დროისთვის, ბიზნესმენი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალშია გადაყვანილი.დაპირისპირების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში14 000-ზე მეტი მონაწილე: საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი