ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალაუბანთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

















