კახეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ყვარელში, ალაზნის ხიდთან ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.














