გურჯაანში 9 წლის მოზარდმა შემთხვევით თანაკლასელი მოკლა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა თანაკლასელები იარაღით თამაშობდნენ.

ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ ელგუჯა იმერლიშვილის განმარტებით, მოზარდის თანატოლს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და თანაკლასელს ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

მისივე თქმით, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე გაიტაცეს
შემდეგი სტატია“ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა”- კახა კალაძე გორგი არეშიძის თანამდებობიდან გადადგომაზე