გურჯაანში 24 წლის კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 24 წლის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭსა და 70 წლის კაცს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათი ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიირანის მოქალაქეებზე ძალადობისა და მათი დაჭრისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ჟურნალისტმა, თეონა ცხომელიძემ კორონავირუსი დაამარცხა