გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, გვიან ღამით 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით დაჭრეს

მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.

არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული და ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დანაშაულში მონაწილე პირის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის
შემდეგი სტატია74 % ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – NDI