გურჯაანის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მეცხრე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორი, ნინო ნესუაშვილი სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავს.

,,გადწყვეტილებას მას შემდეგ მივღებთ, რაც დაინფიცრებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, აღნიშნული კლასის ყველა მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა ნესუაშვილმა.

ეპიდემიოლოგები მოსწავლის კონტაქტებს სწავლობენ. სკოლაში კი სადეზინფექციო სამუშაოების ფარგლებში, საკლასო ოთახების სპეციალიზებული ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე stop covid აპლიკაციაზე – მისი ეფექტი საკმაოდ დიდია – დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ სწრაფად მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების, განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს
შემდეგი სტატიაCovid-19-ის გამო ქუთაისში 2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა