გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერები და პარტიის ლიდერები ხვალ კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანში ჩასვლას გეგმავენ. ამ ეტაპზე უცნობია, პარტიის რომელი ლიდერები დაესწრებიან სასამართლო სხდომას, თუმცა მათი ნაწილი კახეთში ჩასვლას გეგმავს.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 12:00 საათზე, დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოხდება კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაც.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე, მთელი სისტემისთვის მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატია,,იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გამოძიების ფორმალური დაწყება”