გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. საქმის პროკურორი სანდრო გიორგაშვილი განმარტავს, რომ სასამართლოზე 5 მოწმე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ის გამომძიებლები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში.

პროცესი მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე დახურულია.

დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს- ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე გიგა ბოკერიას – “თიბისი ბანკის” საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები და ამ სისტემური ბანკის აქციების ფასი