გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას კალაურის ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია ჯანიაშვილი ავრცელებს.
სასულიერო პირის ინფორმაციით, მეფის ძვალშესალაგს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

ადგილზე ძეგლთა დაცვის სპეციალისტები უკვე მივიდნენ და საფლავის გასუფთავება დაიწყეს.

დაიწყება თუ არა არქეოლოგიური სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია.

მეფე კვირიკე მესამე 1010-1037 წლებში კახეთ-ჰერეთის მეფე იყო.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ბორჯომის ხეობაში ჩავიდე
შემდეგი სტატიაწერეთლის 59 ნომრის მოსახლეობა ადგილზე სასტუმროს შესძლო მშენებლობას აპროტესტებს