გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.
შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.
მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს, შეიარაღებულმა პირმა კი მაღაზიიდან ვერაფერს წაღება ვერ მოახერხა.
ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი, სოფელ კოლაგის მკვიდრია და ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.















